სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ინდივიდუალურად გაწევრიანდა

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ინდივიდუალურად წევრიანდება და არა მის პარტიასთან ერთად.

როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, მასთან სხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზე, გაწევრიანდება თუ არა იგი კოალიციაში პარტია „საქართველოს გზასთან“ ერთად, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ფანჯიკიძე სალომე ზურაბიშვილს უკვე „ქართული ოცნების“ წევრად მოიხსენიებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ და რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა სალომე ზურაბიშვილს მეუღლის ჯანრი კაშიას გარდაცვალება მიუსამძიმრეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100