სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში, პარლამენტის ახალი შენობა 1 მაისიდან სხდომებისთვის მზად იქნება

ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში, პლენარული სხდომების გამართვა, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებება პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის მიხედვით, 2012 წლის 1-ელი მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს - როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციით, პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის შესაძლებელი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი, ცესკოს მიერ მომდევნო საერთო “საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან” უნდა გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100