სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამ დონაძე: "ტვ-25" არც შემიძენია და არც არაფერში მჭირდება, ერთიც მყოფნის..."

ჩემს მიერ "ტვ-25"-ის შეძენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი ჭორია. ამის შესახებ "ჯეონიუსთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა და ტელეკომპანია "რეალ TV“–ის ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ განაცხადა.

გურამ დონაძის თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მან იყიდა ტელეკომპანია, არამარტო ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, არამედ გაზეთი "ქრონიკაც" ავრცელებს.

"ჩემს მიერ "ტვ-25"-ის შეძენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი ჭორია ჩემს წინააღმდეგ, რომელსაც გაზეთი "ქრონიკა" ავრცელებს. მე აღნიშნული ტელევიზია არ შემიძენია და არც არაფერში მჭირება, ერთიც მყოფნის",-განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბრისას გურამ დონაძემ.

ცნობისათვის, რეგიონული ტელეარხ ტვ–25-ის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის facebook-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით, ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, აჭარაში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეარხის ახალი მფლობელი გურამ დონაძე გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100