გოგა ხაჩიძე ალასანიას გათავისუფლებას გამოეხმაურა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, ირაკლი ალასანიას ვიცე პრემიერის პოსტიდან გათავისუფლებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩვეული იუმორით გამოეხმაურა.

"ჩემი გათავისუფლება ვიცეპრემიერობიდან იყო ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება.
ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებ თავდაცვის მინისტრობას" -განუცხადა ჟურნალისტებს დღეს ირაკლი ალასანიამ, საპარაშუტო მომზადების ბაზაზე და შემდეგ იქვე მდგომ ინსტრუქტორს მიმართა: წავედით აბა გადმოვხტეთ!
- წავედით!.. ინებეთ თქვენი პარაშუტი...
-წამო, წამო... ისე გადმოვხტები, რაღად მინდა პარაშუტი?!.. -ამოიოხრა ალასანიამ...“ - წერს გოგა ხაჩიძე.

კომენტარი