როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 მაისს ქუთაისში წვიმა და +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით წვიმა და +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. სოხუმშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
მესტიაში +18 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურშიც წვიმას და +27 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +23 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.
+26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +29 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +18 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
კომენტარი