სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მაწუხებს ის, რომ საქართველოსთვის, საერთაშორისო ურთიერთობის მხრივ, ვაკუუმი შეიქმნა"

მაწუხებს ის, რომ დღეს საქართველოსთვის, საერთაშორისო ურთიერთობის მხრივ, ვაკუუმი შეიქმნა", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქვეყნისთვის პოზიტიური არ არის.

,,ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს და საქართველოში მოვიდა ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება, პირველივე სამ თვეში, მე მქონდა ვიზიტები ვაშინგტონში თეთრ სახლში, ინგლისის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, მოსკოვში პუტინთან და, რა თქმა უნდა, ევროპის სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებში. რეალურად, საქართველოს ახალ მთავრობას, ჯერჯერობით, მეზობლების გარდა, რომლებიც ვალდებული არიან გველაპარაკონ, არც ერთი სერიოზული ორმხრივი ვიზიტი არ ჰქონია და ეს მე მაწუხებს. ამას წინათ, პოლონეთში ვიზიტისას, პოლონეთის ხელმძღვანელობას ვთხოვდი, ოფიციალური ვიზიტით მოიწვიონ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რადგან დღეს ეს ძალაა აღმასრულებელი ხელისუფლება. მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ვიარო და ვიზიტებისას ვლაპარაკობ კიდეც საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, მაგრამ ასეთი იზოლაცია მხოლოდ პუტინის ინტერესებს შეესაბამება", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდა ნერვები ნუ ეშლება მის ვიზიტებზე.
,,თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას წამყვან ევროპულ ქვეყნებში არ მიიწვევენ უმაღლეს დონეზე და ხელს არ ჩამოართმევენ, ჩვენ ოკუპანტის ამარა დავრჩებით. პრემიერ-მინისტრი იმას კი არ უნდა დარდობდეს, რატომ დადის პრეზიდენტი ამ ქვეყნებში, იმას უნდა დარდობდეს, თვითონ რომ არ დადის. ეს მთავრობა გამოუცდელია და სჭირდება მსგავსი ურთიერთობა, რომ რაღაცები კარგად აუხსნან. ამ მხრივ, ვითარება დღეს სახარბიელოდ ნამდვილად არ გვაქვს და არასწორია მიდგომა: რადგან ჩვენ არ დავდივართ, იმათმაც არ იარონო. მივმართავ პრემიერ-მინსიტრს - ნერვები ნუ გეშლებათ თუ მე დავდივარ (ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მე მაშინაც მომიწვევენ როდესაც პრეზიდენტი აღარ ვიქნები), მაგრამ მოდით მიხედეთ იმას, რომ მთავრობა, პრაქტიკულად, იზოლაციაშია და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ არის კარგი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100