სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონდი ბაღათურია: პრემიერი ინფორმაციულ იზოლაციაშია

ქართული დასისლიდერი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომპაატა ბურჭულაძე ვერ გაუწევს ღირსეულ კონკურენციას მარგველაშვილს“. ჯონდი ბარათურია ივანიშვილის ამ განცხადებას არაკორექტულს და პრემიერისთვის შეუფერებელს უწოდებს. ბაღათურიას მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პრემიერმინისტრის განცხადება იმის შესახებ რომ "პაატა ბურჭულაძე ვერ იქნება ღირსეული კონკურენტი გიორგი მარგველაშვილის" არის არაკორექტული და პრემიერმინისტრისთვის შეუფერებელი, ხოლო პრემიერმინისტრის ასეთი თვითდაჯერებულობა და მაღალი თვითშეფასება კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ის ინფორმაციულ იზოლაციაშია და მხოლოდ მლიქვნელობაში გაწაფული ადამიანებისგან იღებს ინფორმაციას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
პაატა ბურჭულაძე ჩვენი ერის ღირსეული შვილია, რომელსაც ქართული საზოგადოება ენდობა და პატივს ცემს, ამიტომ მისი შეფასება არასათანადო ღირსების კონკურენტად საზოგადოების უპატივცემულობაა.
პრემიერმინისტრს მოვუწოდებ სათანადოდ შეაფასოს და პატივისცეს მოწინააღმდეგეებს და ბოდიში მოიხადოს არაკორექტული გამონათქვამის გამო“,-აღნიშნულია ჯონდი ბარათურიას განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100