სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი აშშ-ში თასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებშიათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს შეხვდა.
როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო აფასებსათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ძალისხმევას საქართველოს ზრდასა და განვითარებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დანიელ იოჰანესს, რომლის თბილისში ვიზიტისას 2013 წლის ივლისში საქართველოსთან ხელი მოეწერა შეთანხმებას განათლების სფეროს დაფინანსების მიზნით 140 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.

„ეს კომპაქტი უდიდესი მნიშვნელობის არის და ის საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებით, რაც ქმნის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიც არის ენერგია, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა. ეს არის უდიდესი ინვესტიცია განათლებაში და იმის დადასტურებაა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა დანიელ იოჰანესი საქართველოში მიიწვია და აღნიშნა, რომ თბილისი ასევე სიამოვნებით უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჯონ კერის და საბჭოს წევრებს გრანტის მიზნობრივი გამოყენების აღსანიშნავად.

საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელმაც გასული წლის ზაფხულს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან" მეორე კომპაქტი მიიღო. პირველი ხუთწლიანი კომპაქტი, 395 მილიონი დოლარი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 2005 წელს გამოუყო, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100