სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელიას მხარს "ქართული ოცნების" მომხრეები უჭერენ

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეთა უმეტესობა დღეს მის მხარდამჭერებში მოიაზრებიან.
განცხადება ამასთან დაკავშირებით, მელიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მე სისტემატურად ვხვდები კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებს და მიხარია რომ მათი უმეტესობა დღეს ჩემს მხარდაჭერებში მოიაზრებიან. მე არ მინდა ვიყო ისეთი ქალაქის მერი რომელსაც მხარს დაუჭერს ერთი პოლიტიკური პარტია", - აცხადებს მელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100