სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილის შეხვედრა რუმინეთის ფინანსთა მინისტრთან

საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის დელეგაციას, რომელიც თბილისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ეწვია.

რუმინეთის ფინანსთა მინისტრი, ეუგენ ორლანდო თეოდოროვიჩი და EBRD-ის ალტერნატიული საბჭოს დირექტორი რუმინეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის სპეციალური წარმომადგენელი EBRD- ში, ანდრეი დრაგოსი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

შეხვედრის ძირითადი თემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო.

მხარეებმა ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100