სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პატრიარქი სსრკ–ს საჯაროდ „მისტირის“ და ლენინის დაკრძალვის წინააღმდეგია

საეკლესიო–სასწავლო ცენტრის „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ სხდომაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სსრკ–ს დაშლას „რუსეთის ისტორიის რღვევა უწოდა“.მისი თქმით, კითხვაზე, თუ რატომ დაიშალა სსრ კავშირი, უამრავი პასუხი არსებობს, „მიზეზთა შორის ერთ–ერთი კი, უდაოდ, ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული სიამაყის შეგრძნების დაცემაა“. – რუსეთის პატრიარქის ამ ციტატას „ბი–ბი–სი" – ს რუსული სამსახური „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით აქვეყნებს.

კირილმა რუსულ საზოგადოებას ეროვნული თვითსეგნების ამაღლებისთვის ზრუნვა ურჩია, „რათა არასდროს განმეორდეს ის, რაც 1990–იან წლებში მოხდა და არანაირი დაყრდნობა არადამაჯერებელ მმართველობაზე, არასწორ იდეოლოგიაზე, არ აიძულებდეს ხალხს, დაარღვიოს სახელმწიფოებრიობა, რადგან მაშინ უმიზნებდნენ რეჟიმს, მოარტყეს კი ისტორიულ რუსეთს“.

„ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ხალხი მუდამ დაცული იყოს ისეთი ცდუნებისგან, რაც ჩვენ გავიარეთ, როცა ისტორიული რუსეთის გზა დავკარგეთ“, – განაცხადა რუსთა სულიერმა მამამ.

პატრიარქ კირილის სიტყვები სსრ კავშირთან დაკავშირებით თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ვლადიმირ პუტინის დამოკიდებულებს სსრ კავშირის დაშლის მიმართ, როცა მან ამ პროცესს „უდიდესი მასშტაბის ზოგადეროვნული ტრაგედია“ უწოდა. 2004 წელს, საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა ისიც თქვა, რომ სსრკ–ს დაშლით „მოიგო მხოლოდ ელიტამ და მოსახლეობის ნაციონალისტურად განწყობილმა ნაწილმა“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამა წლის მაისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელებმა საზოგადოებას მოუწოდეს, არ აჩქარებულიყვნენ ლენინის ცხედრის დაკრძალვის საკითხის განხილვის დროს და ამით გაიმეორეს კრემლის პოზიცია, რომელიც აცხადებდა, რომ საკითხის დაყენება ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 65 წლის ხდება. სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიის მეთაურებთან ერთად, მის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორეც მიემგზავრება.

მომზადებულია BBC–ს რუსული სამსახურის მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100