სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ომი და მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში და საქართველო

ბაღდადში გამოსამშვიდობებელ ცერემონიას, რომლის დროსაც აშშ-მა ერაყში რამდენიმეწლიანი საბრძოლო მისია დაასრულა, მსოფლიო პოლიტიკის მორიგი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი გაჰყვა. მომავალი წლის დასასრულამდე ერაყში აღარცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე აღარ დარჩება, მაგრამ საკითხავია, როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდგომ?
გსდფგსდგს
ინფორმაციის გავრცელებისთანავე ერაყელებმა ამერიკელებზე თავდასხმებს მოუხშირეს. თუნდაც ეს გარემოება, ამერიკელ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ერაყში სიტუაციის კონტროლისათვის მათ ქვეყანას სამხედრო ძალების ყოფნა ერთი წლის მერეც დასჭირდება. ახლო აღმოსავლეთის ამ არეულ და ჭრელ სახელმწიფოში, ახლო მომავალში, თითქოს ნაკლები შანსი არსებობს შიიტების და სუნიტების საბოლოო შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისაც. ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ ერაყის ახალი მთავრობა მათ დარჩენას სთხოვს საკუთარ, დალაგებამდე ჯერ კიდევ შორს მყოფ ქვეყანაში. თუმცა ეს თანმდევი და ომისშემდგომი პროცესები როგორც ერაყისთვის, ისე მთლიანად ახლო აღმოსავლეთისათვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. სპარსეთის ყურის მოვლენები ახლა არ დაწყებულა და მას ღრმა ფესვები აქვს.
გსდფგსდგს
პირველი, გარედან ინიცირებული ომი ირანსა და ერაყს შორის 1980 წელს დაიწყო და 1988 წლამდე გრძელდებოდა. იმ დროისთვის დიდ გულზე მყოფი სადამი თანადგომას სხვადასხვა სახელმწიფოებისგან ელოდა. მართლაც, ერაყს უდიდესი ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს ევროპამ, სსრკ-მა, თავად აშშ-მა და რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ. 1984 წელს სადამმა ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა როგორც მოწინააღმდეგეების, ისე საკუთარი, ამბოხებული მოსახლეობის დასასჯელად. ირანის საერთაშორისო იმიჯის წყალობით, ამ ქმედებისთვის სადამი მაშინ მსოფლიოს პროტესტს გადაურჩა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს ამ ქვეყანასთან მიმართებაში სულ სხვა სურათი გვაქვს. აშშ კი ამ ნაბიჯით გარდამტეხ ეტაპზე გადავიდა და საკუთარი პარტნიორებიც, მათ შორის, საქართველოც წაიყოლა. ერაყის მისიის დასრულება და შემდგომ განვითარებული მოვლენები პირდაპირ აისახება სწორედ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზეც, რომლის კონტურებიც ამ შემოდგომაზევე გამოიკვეთება.
აშშ-ისთვის ერაყში სამხედრო მოქმედებების დასრულება განაპირობებს იმას, რომ მისი ეკონომიკა განთავისუფლდება ერაყული კონტინგენტის დაფინანსების საჭიროებისაგან. მსოფლიოს ზესახელმწიფომ ეს თანხები, შესაძლოა, სხვა მიმართულებით გამოიყენოს. ერაყის განვითარებისათვის აუცილებელია, ადგილობრივ არსებული პოლიტიკური თუ რელიგიური დაპირისპირება დასრულდეს, ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. საქართველოს ხელს აძლევს მოვლენების ასე განვითარება. ჩვენს ინტერესებში შედის, ამ რეგიონში ვითარება იყოს სტაბილური.
გსდფგსდგს
აშშ კი ძირითად ყურადღებას მორიგ თავის ტკივილზე, ავღანეთზე მიმართავს, სადაც ქართული კონტინგენტიც ასრულებს თავის მოვალეობას. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ზოგად ვითარებას, ომი სავარაუდო ალბათ აღარ არის, ირანზე დარტყმა აშშ-ის მხრიდან ახლა პოლიტიკურად მომგებიანიც არაა. საერთოდ კი, დასავლელი ექსპერტების აზრით, ჯობია, დასავლეთი ირანის ბირთვული პროგრამის მიმდინარეობის კონტროლში ჩაებას და ამ მიმართულებით შედარებით ლოიალური პოზიცია დაიკავოს, ვიდრე მუდმივად კუნთების თამაშით იყოს დაკავებული, რასაც, როგორც წესი, ირანის მხრიდან უფრო ხისტი პოზიციის დაკავება მოსდევს ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლო აღმოსავლეთში ჯერჯერობით შტორმისწინა სიმშვიდეა დასადგურებული.
გსდფგსდგს
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100