სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩრდილო კავკასიაში დაძაბულობა გრძელდება

ჩრდილო კავკასიაში დაძაბულობის მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დასავლური სახელმწიფო ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. როგორც ცნობილი გახდა, "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ" გამგეობის ერთ-ერთ შეკრებაზე უკვე განიხილა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის განცხადება არაა, ამ საკითხზე ბევრი აქვთ ნაფიქრი და შესაძლო შედეგებიც გათვლილია.
ფსდფსდფსდფ
როგორც კონფედერაციის თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა აღნიშნა, კონფედერაციის ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ჩასახლებულები არიან აზიასა თუ ევროპაში, გააჩნიათ საჭირო გავლენა, რათა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარებაზე იმუშაონ. ბუნებრივია, ამ საკითხის დაყენება მოულოდნელი და მიუღებელი იქნება რუსული მხარისათვის, შესაძლოა, რუსულმა მხარემ უფრო გააძლიეროს ნადირობა კავკასიელ ლიდერებზე. გარდა ამისა, თუკი რომელიმე ევროპული ქვეყანა აღიარებს ჩრდილო კავკასიის რომელიმე რეგიონის დამოუკიდებლობას, მაშინ გაჩნდება საშიშროება, რომ ამავე ქვეყნებმა (ან სხვებმაც) აღიარონ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობაც.
ფსდფსდფსდფ
როგორც კონფედერაციის წევრები აცხადებენ, რუსეთი მაინც არ დაიხევს უკან, მან უკვე აღიარა აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი", შესაბამისად, ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ჩრდილო ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის დაყენება, არათუ განაპირობებს ქართული ტერიტორიის ნაწილის დამოუკიდებლობის აღიარებას, პირიქით, იმ ქვეყნებს, რომელთაც არ უღიარებიათ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი, მისცემს საშუალებას, უთხრას რუსეთს, რომ თუ უკან არ წაიღებს ქართული ტერიტორიების ნაწილის აღიარებას, მაშინ ისინიც მიიღებენ ჩრდილო კავკასიის რეგიონების დამოუკიდებლობას.
ფსდფსდფსდფ
თუკი ეს საკითხი რეალურად დაისვა, მაშინ გაჩნდება მთელი რიგი პრობლემები მსოფლიოში, სავარაუდოდ, თურქეთში ჩასახლებული ქურთები მოითხოვენ დამოუკიდებლობას, ასევე ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, ყველაზე შორეულ წერტილში, ჩინეთში კი ტიბეტიც მოითხოვს ავტონომიას.
ფსდფსდფსდფ
კონფედერაციის წევრები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ არეულობის საფრთხე დააყენებს მსოფლიოს არჩევანის წინაშე, გადაჰყვეს თუ არა რუსულ ენერგოინტერესებს.
ფსდფსდფსდფ
ვიდრე ევროპა ჩრდილო კავკასიის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ოფიციალურად იმსჯელებს, ჩეჩნეთსა და ჩრდილო კავკასიის სხვა რეგიონებში კვლავ არეულობაა, როგორც რამდენიმე დღის წინ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყებოდა, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი და ისა იამადევი შერიგდნენ, ისინი გროზნოში უხუცესების რჩევის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს და განაცხადეს, რომ ორი წლის წინ დაწყებული კონფლიქტი მოგვარებულია.
ფსდფსდფსდფ
იამადევმა ამის დასტურად თავის ვებ-გვერდიც კი გააუქმა, სადაც კადიროვის საწინააღმდეგო ინფორმაციას დებდა.
ფსდფსდფსდფ
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, დაზავების ამბავი თვითონ კადიროვმაც დაადასტურა. იამადევის განცხადებით, საერთაშორისო მედია მათ შორის არსებული დაპირისპირებით პროვოცირებდა და ამის საშუალება ჟურნალისტებს აღარ მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ ძმებ ისა და სულიმ იამადევებსა და კადიროვს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, მაშინ როცა პრეზიდენტის კორტეჟს სულიმ იამადევის კორტეჟმა გზა არ დაუთმო.
ფსდფსდფსდფ
ძმებ იამადევსა და ჩეჩნეთის პრეზიდენტს შორის მოგვიანებით კონფლიქტი გამძაფრდა. რამდენიმე დღის წინ, რაც ცნობილი გახდა, რომ სულიმ იამადევი გარდაიცვალა (2009 წელს არაბთა გაერთიანებულ სახელმწიფოში დაესხნენ თავს, მას შემდეგ იგი აპარატზე იყო შეერთებული და ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ წელს გარდაიცვალა), მხარეები დაზავდნენ.
ფსდფსდფსდფ
რაც შეეხება დაღესტანს, სოფელ ბუნიბში შვიდი ამბოხებული მოკლეს, გარდაცვლილთა შორის ცნობილი ტერორისტი მაგომედალი ვაგაბოვიც იყო. ანტიტერორისტული ორგანიზაციის ცნობით, დაკავებული ორი მეტროსადგურის აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი და ფედერალურ-საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
ფსდფსდფსდფ
გასულ კვირას, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და ერთი დაიღუპა ერთ-ერთ სოფელში დაპირისპირების შედეგად. როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყებოდა, მოსახლეობას შორის დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა, ჩხუბი სოფლ ბაბაიურტში გამგებლის ამომრჩეველს შორის მოხდა.
დფსფსდფსდ;
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100