სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იანუკოვიჩი ერთმანეთზე მკაცრ კანონებს აცხობს!

ევროპელების მიერ „განტევების ვაცად" გამზადებული იანუკოვიჩი საკუთარი თავის რეაბილიტირებას ცდილობს, თუ სხვა რამ არის მიზეზი, ზედიზედ ერთმანეთზე უფრო მკაცრ კანონებს ამტკიცებს:

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „კორუფციის წინააღმდეგ" - ადამიანები, რომლებიც დააპირებენ მუშაობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - გაივლიან სპეციალურ შემოწმებას და ის, ვინც აღმოჩნდება პასუხისგებაში ნამყოფი კორუფციული სამართალდარღვევებისათვის, გათავისუფლდება თანამდებობიდან.

ამას გარდა, საჯარო მოხელეებმა უნდა წარმოადგინონ დეკლარაცია ქონებაზე, შემოსავალზე, გასავალზე, ფინანსური ხასიათის პასუხისმგებლობებზე.

იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა კანონს საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვაზე – ამიერიდან კანონით იკრძალება თამბაქოს ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტებისა და კალიანის მოწევა: ლიფტებში, ტაქსოფონებში, ჯანმრთელობის დაწესებულებების ტერიტორიებზე, სასწავლო დაწესებულებათა ტერიტორიებზე, საბავშვო მოედნებზე, სპორტულ დარბაზებსა და სპორტულ–გამაჯანსაღებელ კომპლექსებზე, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რესტორნებში; კულტურულ დაწესებულებებში, ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში; სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებში, აეროპორტებში, ვაგზლებში და ა.შ. უკანასკნელი კანონი ძალაში შედის ექვსი თვის შემდეგ მისი გამოქვეყნებიდან – ათვლა დაიწყო მაისის ბოლოდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100