სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და პოლონეთის ლიდერებს შორის ვარშავაში შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ბრონისლავ კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა პოლონეთში სააკაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100