სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე გავლენიანები Foreign Policy-ის მიხედვით

ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy ვლადიმერ პუტინი პლანეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სიაში პუტინი მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილს იკავებს, პირველი ადგილის მფლობელი კი Foreign Policy-ის აზრით არ არსებობს.

გამოცემა განმარტავს რომ გასული წელი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით იმდენად დატვირთული იყო, რომ ერთ ადამიანს ყველა პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, რის გამოც ყველაზე გავლენიანთა სიის პირველ ნომრად ერთი კონკრეტული ადამიანის დასახელება არასწორი იქნეოდა.

Foreign Policy-ის ყველაზე გავლენიანთა სიაში მესამე ადგილს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ბენ ბერნანკე იკავებს, მეოთხე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი, ხუთეულის ბოლო პოზიციას კი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა იკავებს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100