სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისსა და მოსკოვს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები იწყება

თბილისსა და მოსკოვს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები იწყება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი წინადადება თავად რუსეთის მხრიდან "წამოვიდა". "რუსეთისგან მივიღეთ შეთავაზება მოლაპარაკებები დაგვეწყო ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე, რასაც დავთანხმდით. მოლაპარაკებები 9 მარტს, ბერნში დაიწყება", - განმარტა ვაშაკიძემ. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს, დელეგაციას კი ნიკა გილაურის მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება იმას, თუ რა პირობით დათანხმდება საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ნიკოლოზ ვაშაკიძე დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. "ჯი-ეიჩ-ენი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100