სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რთულ სიტუაციაშიც კი შეძლებთ მოქმედებას და ორიგინალური იდეების განხორციელებას. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. განახლდება ურთიერთობა ძველ სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
ეცადეთ, ჰობიმ ისე არ გაგიტაცოთ, რომ ძირითადი საქმიანობა მიატოვოთ. მეტი დრო დაუთმეთ ენერიის აღდგენას, დასვენებას. საქმიანი ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს და პირიქით.

ტყუპი
მშვიდი, გაწონასწორებული დღე გელით, მიმდინარე საკითხები მოაგვარეთ. ძილის წინ მიიღეთ სასარგებლო ბალახეულის აბაზანა. საქმეების გამო საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ნუ გადადებთ.

კირჩხიბი
ბევრი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ კოლეგების დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით. ჩაეწერეთ აერობიკაზე ან ცურვაზე. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ, საყვარელ კაფეს ეწვიეთ.

ლომი
ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ, მათი განხორციელების შანსი მოგეცემათ. ემოციები მოთოკეთ და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ისე გაარკვიეთ. საღამოს კარგია მასაჟი, სუფთა ჰაერზე სეირნობა.

ქალწული
ცოტა მოთმინება და მეტი შრომისმოყვარეობა ყველა საქმეს მოგაგვარებინებთ. თავს შეგახსენებთ ქრონიკული დაღლილობა, ალერგია. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული უნდა იყოთ.

სასწორი
სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. გამონახეთ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საჩუქარს მოგართმევთ.

მორიელი
ძალები ისე გადაანაწილეთ, რომ მთელ დღეს გეყოთ. თუ თავი შეგახსენათ ძველმა დაავადებებმა, ნუ გადადებთ მკურნალობას. გაიკეთეთ თავის მასაჟი. ან ძველი სასიყვარულო კავშირის განახლება გელით, ან ყოფილი შეყვარებული შეგახსენებთ თავს.

მშვილდოსანი
საქმიანი შეხვედრებისას გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, პარტნიორების საკუთარ სიმართლეში დარწმუნება არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. პირად ცხოვრებაში უსიამოვნება მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალეთ. კამათი რომანტიკას ვნებს.

თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ ფინანური საკითხების მოგვარება, საქმიანი მოლაპარაკებისას მეტი ყურადღება გმართებთ. საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბრისთვის დრო ჯერ არ დამდგარა. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს.

მერწყული
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, აიმაღლოთ პროფესიონალური დონე. გააუმჯობესეთ რაციონი ჯანსაღი საკვებით, გაამდიდრეთ ხილითა და რძის პრიდუქტებით. მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

თევზები
ახალი პროექტების განხორციელებაში დაიხმარეთ კოლეგები. სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ მედიკამენტების მიღებისას. სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გაისარჯოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100