სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში 94 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს - მოხუცი ნაცემია

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 94 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს. შალვა ბაციაშვილს წუხელ გვიან ღამით დაესხნენ თავს.

მოხუცი ნაცემია და სახლიდან წაღებულია 100 ლარი.

ბაციაშვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

არის თუ არა სახლიდან წაღებული სხვა ნივთებიც ეს ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100