სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე გამოიყურება იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ ოფის

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ ოფისში გადადის. წერეთლის გამზირზე მდებარე შენობა ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით სპეციალურად გარემონტდა. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყების ახალი ოფისი დღეს თეა წულუკიანმა დაათვალიერა.

ახალი შენობა, უშუალოდ თანამშრომლების საჭიროებების გარდა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებზეა მორგებული. პროგრამა განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება და მასში ყოფილი პატიმრები არიან ჩართულნი. „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ მათთვის სხვადასხვა სერვისს ახორციელებს. ახალ ოფისში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებისათვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, რათა პროგრამის მონაწილეებმა − ყოფილმა პატიმრებმა, თავი მშვიდ, არასტრესულ გარემოში იგრძნონ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეძლონ კომუნიკაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებთან.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. 2013-2015 წლებში პროგრამით ისარგებლა 1621-მა ყოფილმა პატიმარმა. ამათგან, 597 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 232-მა ბენეფიციარმა; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 403-მა ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 235 ბენეფიციარს; დასაქმდა 203 ყოფილი პატიმარი; 207-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100