სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლევარებმა უცნაური აგებულების მქონე, მაკრატელყბიანი მტაცებელი დინოზავრის ჩონჩხი იპოვნეს

მკვლევარებმა ტაილანდში უცნობი სახეობის დინოზავრის ჩონჩხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს - წერს გამოცემა PLOS One.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენებს შორის არის ქალას, კიდურების, ხერხემლისა და ბარძაყის ფრაგმენტები. აგებული სტრუქტურის მიხედვით, ეს ძვლები განსხვავდება აქამდე ყველა შესწავლილი დინოზავრის ჩონჩხისგან.

ახალ აღმოჩენას დაერქვა Siamraptor suwati. მეცნიერთა აზრით, ის ეკუთვნის კარქაროდონტოზავრების გვარს - ესენი არიან ხორციელი ქვეწარმავლები, რომელთა წონაა 6-დან 15 ტონამდე, სიგრძით ისინი 13 მეტრს აღწევს. მათი ყბები ჰგავს მაკრატელს, კბილებს - სიგრძე 20 სანტიმეტრამდე. ამ დრომდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ მთელ აზიაში, შეუძლებელი იყო ასეთი დინოზავრების ჩონჩხების მთლიანობაში პოვნა.

პალეონტოლოგების აზრით, ეს ახალი სახეობა გამოიყოფა კარქაროდონტოზავრების ძირითადი ჯგუფისგან. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ამ გვარის მტაცებლები სამ კონტინენტზე ბინადრობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100