მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
"ცხო­რი! ცხო­რი! ცხო­რი!"
ახლა კითხულობენ

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა...  

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი  

საქართველოს პრეზიდენტი: „ნატოს მხრიდან ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს“  

დედოფლის სიყვარულის ამბავი  

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი...  

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა... 

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი... 

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 

მანქანების ტანგო 
დიეგო მარადონა სარკეში

news.ge
12:45 29.07.2012

მარადონაში არგენტინა, კოკაინის მოგონებები, შვილების სიყვარული და ქუჩური სიბრძნეა. დიეგომ სარკეში ჩაიხედა და ბევრი კარგი რაღაც თქვა:

1. ჩემი სახელი არ არის მძიმე ტვირთი... ჩემთვის.

2. ჩემი შვილები, დალმა და ჯანინა სიცოცხლეზე უფრო მიყვარს. ჩემი დანარჩენი შვილებიც სიცოცხლეზე მაგრად მიყვარს. უბრალოდ, ჯერ მათი სახელები არ ვიცი.

3. დედაჩემმა მითხრა, რომ საუკეთესო ვარ. დედა მართალია. დაუჯერეთ დედებს.

4. ნარკოტიკებთან მეგობრობის დაწყება სახიფათო და სასიამოვნოა. ეგრევე გრძნობ, რომ ამ მეგობართან ყოველდღე უსიამოვნებები გექნება და მაინც მეგობრობ. მერე ორალური სექსივით მოაქვს – სხეული ეშვება და იკარგები. იმ მომენტში ფიქრობ, რა აზრი აქვს, რა იქნება ხვალ, დღეს მე ჩემპიონი ვარ.

5. ყველა, ვინც მაკრიტიკებს, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მაგარ იაღლიშს უშვებდა.

6. ნებისმიერი, ვინც ქურდისგან იპარავს, პატიებას იმსახურებს.

7. ფეხბურთის დროს ბურთი უნდა დაისვაროს.

8. ყველა პოლიტიკოსთან ფორა მაქვს. ისინი ხალხს დაპირებებით ატყუებენ. მე ხალხს მოედანზე ვატყუებდი.

9. მე არგენტინელი ვარ. და ვამაყობ ჩემი არგენტინული სასქესო ორგანოთი.

10. ხშირად ვადარებ საკუთარ თავს მაკმერფის, ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟს ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.

11. ღმერთმა დიდი ნიჭი მომცა. ღმერთს სულ მადლობას ვუხდი. ჩემი ყველა ფინტი, ყველა გოლი, ყველა განსაკუთრებული მომენტი ღმერთს ეკუთვნის. არ მინდა, რომ ღმერთი იმედგაცრუებული დარჩეს. ის ღმერთია, მე – დიეგო მარადონა.

12. ადრე, ბუენოს აირესთან, ფიორიტოში ვცხოვრობდი. ჩვენი სახლი ისეთი ძველი იყო, რომ საძინებელში უფრო წვიმდა, ვიდრე – გარეთ.

13. მქონდა მილიონები და მილიონებს ნარკოტიკებში ვუშვებდი. ნარკოტიკი ჩემი დედა, საყვარელი ადამიანი, შვილი, მეგობარი, ნდობა იყო.

14. ღმერთი ეხმარება მხოლოდ იმას, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

15. მსოფლიოში ბევრი დევიდ ბექჰემია. უბრალოდ, ვინმემ უნდა უთხრას, რომ ისინი ბექჰემები არიან.

16. ჩემი შვილებისთვის მე საუკეთესო ვარ. ჩემთვის ეს საკმარისია.

17. უბედური შემთხვევის არ მჯერა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავიჯერებ. თუ ჩემი რომელიმე სიძე ცუდად მოექცევა ჩემს შვილს.

18. ოჯახის სიწმინდის დაცვის დროს ბენ ლადენი ვარ.

19. ხალხი ვერ ხვდება, რომ დიეგო მარადონა არ არის იდეალური პერსონაჟი. ის უბრალოდ იდეალური დიეგო მარადონაა.

20. ემანუელ ჯინობილი არ არის ჩემი ძმაკაცი. და ჯინობილი არგენტინაა. ვამაყობ, რომ ერთი დროშისთვის ვიბრძვით.

21. ჩემი ცოლისთვის არ მიღალატია. და თუ რაღაც მომენტში მაინც ვიცელქებდი, ჩემი ცოლი ამას ვერ გაიგებდა. იმითომ, რომ სიცოცხლეზე მაგრად მიყვარს.

22. ტანდილში (მარტინ პალერმოსთან ერთად) ხუან მარტინ დელ პოტროსთან ჩავედი. დავლიეთ, ვითამაშეთ ჩოგბურთი, დავლიეთ, ვითამაშეთ ფეხბურთი. და ვერ მივხვდი, იქ რატომ ჩავედი.

23. უხეში იუმორის დიეტაზე ვზივარ. თქვენც გირჩევთ.

24. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრით, ვინ იყო უკეთესი, მარადონა თუ პელე. პელემაც იცის, რომ უკეთესი მარადონაა.

25. ორი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიყავი. იქ ერთ–ერთი პაციენტი ამტკიცებდა, რომ ნაპოლეონია. ერთმა დამაჯერა, რომ პინოჩეტია. და არავინ არ იჯერებდა, რომ მარადონა ვარ.

26. ფეხბურთით უნდა დაისვენო. სტრესი და ფეხბურთი ვერ მეგობრობენ.

27. კარგია, რომ ბოლო დროს ჰომოსექსუალისტების რიცხვი გაიზარდა. ნორმალურ ხალხს მეტი მაგარი ქალი დაგვრჩა.

წყარო

კომენტარი     ბეჭდვა  

იქს2012-07-29 14:02:20
მოდერ, შიგ გაქვს?

იქს2012-07-29 14:02:48
აუ მოდერ მაგრად უბერავ,

ვ100კო2012-07-29 14:42:03
25 და 27

გუჯა2012-07-29 14:46:15
ვ100კო. 100იანი.

Nიკა2012-07-29 16:24:12
საგოლლლლ მაგარი იკოოო

იქს2012-07-29 16:27:12
24-იც კარგი ნათქვამია

ენკიდუ2012-07-29 16:41:01
რა არის ას "შედევრი"? ტრაბახის შედევრი

ნინი22012-07-29 17:35:12
ტრაბახობს ის ვისაც სატრაბახო აქვს.

გუჯა2012-07-29 18:24:13
სჰავდატუასჰვილი ფინალსჰია!!!

ჟორა2012-07-29 19:34:12
კარგია, რომ ბოლო დროს ჰომოსექსუალისტების რიცხვი გაიზარდა. ნორმალურ ხალხს მეტი მაგარი ქალი დაგვრჩა.

მაგარია

ტრულაილა2012-07-29 20:27:14
ნინი2
ტრაბახობს ის ვისაც სატრაბახო აქვს.

ბიძინას რა აქ სატრაბახო, პუჭინის ფული?

მაია2012-07-29 20:55:25
14)

ნინი2012-07-29 22:53:15
ტრულაილა. აბა ხელი მოისვი.

ტრულაილა2012-07-29 23:56:03
ნინი
ტრულაილა. აბა ხელი...

ჩემი შენ გითხარი და გული მოგიკალიო?

არჩილი2012-07-30 11:11:48
დიეგო რა დონის გენიოსი ფეხბურთელი იყო მაგრამ ამავე დროს სუსტი ნებისყოფის ადამიანიც.

თაზო2012-07-30 12:17:28
დონ დიეგო არის ყველაზე მაგარი როჟა ფეღბურთელებს შორის. და ის რაც მიქარა მან ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეს არის მისი პირადი ტრაგედია. ნარკოტიკებს რომ არგაკარებოდა ის პელეზე დიდ ფეღბურთს ითამაშებდა

გივილო2012-07-30 12:34:20
ძალიან დიდი ფეხბურთელია, დანარჩენზე რა ვთქვა...

მასტერ2012-07-30 17:50:19
როგორც ფეხბურთელი პატივსაცემი ადამინია მარა როგორც ადამიანი - ამაზე ნაგავი მეორე არ არსებობს!

antibiotiki2012-07-31 12:57:01
15. მსოფლიოში ბევრი დევიდ ბექჰემია. უბრალოდ, ვინმემ უნდა უთხრას, რომ ისინი ბექჰემები არიან.
___________________
ბრავო დიეგო

antibiotiki2012-07-31 12:58:43
დიო, მიო,
ო ,მადონა
გაგიმარჯოს მარადონა!
მარად დიე,
მარად ეგო,
ოქროს ბურთი
შენ ერთს
გერგო./antibiotiki/

antibiotiki2012-07-31 13:00:55
antibiკი
დიო, მიო,
ო, მაдონა!
გადღეგრძელებ მარაдონა
მარად დიე,
/სად არ გდიე/
მარად ეგო,
ოქროს ბურთი
შენ ერთს გერგო!

antibiotiki2012-07-31 13:02:16
17. უბედური შემთხვევის არ მჯერა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავიჯერებ. თუ ჩემი რომელიმე სიძე ცუდად მოექცევა ჩემს შვილს.
________________-
ბრავო
ბრავო
ბრავო
წა რმომიდგენია, რას უზამ სიძეს!
კაი მამა ხარ მარადია,გეიხარე.

antibiotiki2012-07-31 13:03:32
24. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრით, ვინ იყო უკეთესი, მარადონა თუ პელე. პელემაც იცის, რომ უკეთესი მარადონაა.
________________
კაია

antibiotiki2012-07-31 13:04:36
25. ორი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიყავი. იქ ერთ–ერთი პაციენტი ამტკიცებდა, რომ ნაპოლეონია. ერთმა დამაჯერა, რომ პინოჩეტია. და არავინ არ იჯერებდა, რომ მარაдონა ვარ.
_______________
დაგლიჯა.

antibiotiki2012-07-31 13:05:35
ვისაც უბლოკავს ვურჩევ წეროს ასე: "მარაдონა"

antibiotiki2012-07-31 13:06:40
27. კარგია, რომ ბოლო დროს ჰომოსექსუალისტების რიცხვი გაიზარდა. ნორმალურ ხალხს მეტი მაგარი ქალი დაგვრჩა.
_____________
კაი ხარ მარა.ონა

ნეკა2012-08-08 12:31:41
აუუუუუუუუუუ

ddd2012-08-10 17:38:02
yvela giji napelonobas rato ibralens? :D :D :D

Riti2012-08-11 06:17:03
This makes everything so completely panielss.

ზურაბი2012-08-20 19:24:16
ტქენი აზრიტ ნაპოლეონი უფრო მაგარი კაცია ტუ სტალინო

მე2012-09-05 20:13:29
მაგარი კაცია

ნუკი2012-09-10 12:47:14
"ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრით, ვინ იყო უკეთესი, მარადონა თუ პელე. პელემაც იცის, რომ უკეთესი მარადონაა"!!!!!!!
უმაგრესი კაცია!!!!!!!!!!!!!!!

:D2012-09-25 13:48:51
ყველა პოლიტიკოსთან ფორა მაქვს. ისინი ხალხს დაპირებებით ატყუებენ. მე ხალხს მოედანზე ვატყუებდი.

ლილია რუსო2012-10-02 13:53:59
აბა ჰე ვისი ჯერია რომ ბევრმა ფულებმა ხალხი დაცენტროს

დიეგოო2012-11-07 01:33:13
ყველაზე მაგარი ადამიანიიიიიიიიიიიიი დონ დიეგოოოოოოოოოოოო :* :* <3

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი