სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკ „რესპუბლიკის“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ და Hyundai -ს ერთობლივი საზაფხულო CashBack აქცია ავტომოყვარულებს

ბანკი „რესპუბლიკა“ (ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“) და ჰიუნდაის ავტოსალონი საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს ავტოგანვადების განსაკუთრებულ პირობებს ჰიუნდაის ნებისმიერი მოდელის ავტომობილზე.

ყველა მსურველს, ვინც 2 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლებს ბანკ „რესპუბლიკის“ ავტოგანვადებით ჰიუნდაის წარმოდგენილი 10-ზე მეტი მოდელიდან ნებისმიერზე, თანხის ნაწილი 3600 აშშ დოლარამდე ავტომატურად უკან დაუბრუნდება (Cashback).

თანხის განკარგვა, რომელიც მომხმარებელს მომენტალურად დაუჯდება ანგარიშზე, მისი სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი.

ავტოგანვადების მისაღებად, რომელიც 0%-იანი თანამონაწილეობით იწყება, საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა ჰიუნდაის ავტოსალონში. გარდა ამისა, მფლობელები GPI Holding-ისგან საჩუქრად ავტოდაზღვევასაც მიიღებენ.

ჰიუნდაის უახლესი მოდელების ავტომობილების ღირებულება 11 ათასი აშშ დოლარიდან იწყება.

აქციის დეტალებს ბანკ „რესპუბლიკის“ (ჯგუფი „სოსიეტე ჯენერალი“) და ჰიუნდაის წარმომადგენლები მედიას 3 ივნისს, 13.00 -ზე, ჰიუნდაის ცენტრში ( აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) გააცნობენ.

„ზაფხული საუკეთესო პერიოდია ახალი ავტომობილის შესაძენად, თუმცა, ამის პარალელურად იზრდება ხარჯებიც – დასვენება, აგარაკის ან ბინის რემონტი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო შეთავაზება ავტომობილის ყიდვის მსურველებისთვის თანხის დაბრუნება, Cash Back იქნებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი მსურველი, ვინც ჩვენს ავტოსალონს ეწვევა, მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან სასურველ ავტომობილს შეარჩევს“, – განაცხადა ჰიუნდაის წარმომადგენელმა.

To Be Continued……

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 38 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ბანკ „რესპუბლიკის“ 1000–მდე თანამშრომელი 225,000–ზე მეტ კლიენტს ემსახურება.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100