სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი აქცია ”დიოსგან” - შეცვალე ძველი ახლით

ისარგებლეთ ”დიოს” ახალი აქციით ”შეცვალე ძველი ახლით ყველაზე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად”, საკმარისია მხოლოდ სურვილი და ”რობო-დიო” მოხსნის, შეისყიდის და ჩაანაცვლებს ძველს ახლით.

”რობო-დიო” ”დიოს” ახალი სახეა, რომელიც კომპანიას აქციის განხორციელებაში ეხმარება. აქციის ფარგლებში ”დიო” საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს: შეცვალონ ძველი გისოსები დიოს თანამედროვე გარედამცავი ჟალუზებით, ყველაზე დაბალ ფასად. ასევე აქცია ვრცელდება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე, შევისყიდით უხარისხო , ძველ პროფილებს და დაგიმონტაჟებთ მაღალი ხარისხის კარ-ფანჯრებს.

ძველ მასალაში კი თქვენ მიიღებთ1 კვ.მ-ზე 30 ლარს, ეს ფასი გამოაკლდება ახალი ფანჯრების ღირებულებას.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ:

„ ჩვენ ძველ მასალას გამოვიყენებთ, რითიც ხელს შევუწყობთ მოსახლეობის კეთილდღეობას. ანუ არ ვყრით ძველ ფანჯრებს და დარაბებს და არ ვანაგვიანებთ გარემოს, ამით კი ვზრუნავთ ქალაქის ეკოლოგიურ სისუფთავეზე“.

აქციის მთავარი მიზანია თითოეულმა მომხმარებელმა შეიქმნას კომფორტი, ყველაზე მარტივად სახლიდან გაუსვლელად და ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს ”დიოს” მაღალი ხარისხის პროდუქცია.

დიოს კარ-ფანჯრებისა და გარე დამცავი ჟალუზების უპირატესობა:

ეკონომიურია, ხდება დიდი რაოდენობით თბილი ჰაერის შენარჩუნება საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას.”ალუპლასტის” კარ-ფანჯრები არის ასევე, ხმაურისაგან თავის დაღწევის საშუალება. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან და უზრუნველყოფს ხმის მაქსიმალურ იზოლაციას, ასევე გამორიცხავს დაკეტილ ფანჯარაში ქუჩიდან ქარის და მტვრის შემოსვლას. დიოს გარედამცავი ჟალუზი კი მზადდება ევროპაში ცნობილი ფირმა „ალუპროფის“ პროფილებისგან და მის სამართავად გამოიყენება კომპანია „ზომფის“ და „ნაისის“ ძრავები. აქვს დაცვის მაღალი ხარისხი , უზრუნველყოფს თბოიზოლაციას და რაც მთავარია მისი გახსნა-დახურვა ხდება შემაწუხებელი ხმის გარეშე.

სურვილი გაქვთ მაგრამ თანხა არ გყოფნით?
ამ შემთხვევაში „დიო“ გთავაზობთ უპროცენტო განვადებას ბანკში!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

(+995 32) 236 11 12, 233 11 99;

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100