სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაკურ კვეზერელის უწყება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდას ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე განახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად, ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე განხორციელდება. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონიდან იმ პუნქტს იღებენ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. ამ ცვლილების შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებს და საფასურს მთავრობა დაადგენს, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა კი ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე განხორციელდება.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ცვლილება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების ერთ ანგარიშზე კონსოლიდაციას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, რეგისტრაციის მაძიებლებისთვის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას გააადვილებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100