სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნეფტოგაზ უკრაინა“ ლიკვიდირებული იქნება

უკრაინის ხელისუფლება „ნეფტოგაზ უკრაინის“ ლიკვიდაციას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განუცხადა და დაამატა, რომ უკრაინასა და „გაზპრომს“ შორის გაზის მოქმედი კონტრაქტი ორივე ქვეყნის სამთავრობოთაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგება.

აზაროვმა მოსკოვს 2012 წლის გაზის ექსპორტის მოცულობის დაზუსტება შესთავაზა და განაცხადა, რომ ამ პრობლემას დუშანბეს სამიტზე პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის დროსაც განიხილავდა.უკრაინამ რუსეთის გაზის ფასებთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ადრეც ბევრჯერ გამოთქვა. „გაპრომმა“ კი მიანიშნა, რომ ფასებს მხოლოდ უკრაინის გაზის ტრანსპორტირტების აქტივების თავის კონტროლის ქვეშ მოქცევის სანაცვლოდ შეამცირებდააზაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, 2009 წელს დადებული კონტრაქტის პირობების გადახედვის უკანასკნელი შანსი რჩება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მას ჟურნალისტებისთვის არ დაუზუსტებია, „შედეგებში“ რა იგულისხმა, მაგრამ ანონიმი წყაროს მონაცემებით, რუსეთის მხრიდან ოქტომბრამდე კონტრაქტის პირობების გადახედვაზე უარის მიღების შემთხვევაში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი „გაზპრომის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100