სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ამ ხელისუფლებამ სასულიერო პირების გასამართლების პრეცენდენტი შექმნა”

სამების ტაძრის დიაკვანი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) "ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს ეკლესიამ უკვე მიუსაჯა რაც ეკუთვნოდა და ამიტომაც არ უნდა გასამართლდეს. ამასთან, სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებამ სასულიერო პირების გასამართლების პრეცენდენტი შექმნა:

"ამ ხელისუფლების ხელშია სასულიერო პირების გასამართლების პირველი პრეცედენტი. სამწუხაროდ, ორ სასულიერო პირს არაფრის გამო ასამართლებენ. არავინ ამბობს ხელისუფლებაში, რატომ დასჭირდათ მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილის), ბერს, ერში გამოემჟღავნებინა თავისი დამოკიდებულება მამათმავლების მიმართ, რისთვის გახდა საჭირო მართლმადიდებლურ ქვეყანაში, რომ მამაომ შეიგინა და ცოდვაში ჩავაგდეთ. დაფიქრდეს მოსახლეობა და მათ შორის, ხელისუფლება. იქნებ ჩვენ ვუბიძგეთ მამა ანთიმოზს ამ საქციელისკენ? ჩადენილ საქციელში დამნაშავე ჩვენი ეკლესიაცაა, ჩვენმა ეკლესიამ ამ დანაშაულის სიმძიმე იცის. ამდენად, მამა ანთიმოზს მიუსაჯა ის, რაც ეკუთვნოდა. საეკლესიო განჩინებით, მას საეკლესიო კანონი დაედო, ის გაძლიერებულად კითხულობს ლოცვებს, რაც პატრიარქმა მას უთხრა", - ამბობს სამების ტაძრის დიაკვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100