სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგლა აგულაშვილი: "ხუდონჰესის პროექტი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა"

აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით - "ხუდონჰესის პროექტი რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა ამასთან სათანადო გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მოწინააღმდეგეებისთვის პასუხი მშენებლობის დასრულების შემდეგ შექმნილი რეალობა იქნება. ასე რომ, მთავრობის ქმედით ნაბიჯს ისტორია სულ მალე შეაფასებს."

"განსხვავებული აზრის არსებობაში პრობლემატურს ვერაფერს ვხედავ, რადგან ეს გარდაუვალია და ბევრ საკითხთან მიმართებაში, სხვადასხვა დროს ბევრჯერ დადასტურდა კიდეც. საქართველოს დამოუკიდებლობის სტატუსზეც კი არ იყო 100%-იანი კონსენსუსი, მოსახლეობის 10%-ისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა არ იყო მნიშვნელოვანი".

აგულაშვილს მიაჩნია, რომ პროექტის მოწინააღმდეგეებთან მუდმივი დიალოგია საჭირო, თუმცა არამც და არამც მათი დარწმუნების მიზნით. ამასთან არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, მათ შორის კულტურულ ძეგლებთან, სოციალურ თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში.

"ეკონომიკის განვითარების პროპორციულად ენერგორესურსების მოხმარება რომ იზრდება, ეს ყველასთვის ცხადია და ჰესის მშენებლობა მხოლოდ ახალი საექსპორტო სექტორის გაჩენის მიზანს არ ემსახურება" - აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ონოფრიშვილსაც მიაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხუდონჰესის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია და აცხადებს, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თუმცა პროექტზე ვრცელი კომენტარისთვის ასპარეზს დარგის სპეციალისტებს უთმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100