სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

gem fest-ის პირველი ათასი ბილეთი გაყიდულია

უკვე ყველამ იცის, მაგრამ შეხსენება არ გაწყენდათ, რომ ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წელს პირველად გაიმართება. gem fest-ზე ძალიან გამოცდილი საერთაშორისო გუნდი მუშაობს და მონაწილეთა სიაც ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურება.

ინტერნეტსივრცეში სერიოზული რეზონანსი გამოიწვია არაერთი მონაწილის ვინაობის გამჟღავნებამ, მათ შორისაა ჰოლანდიელი დიჯეი, ‘ტრანსის მეფედ’ წოდებული არმინ ვან ბიურენი. სხვათა შორის, თავად ვან ბიურენმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც სწორედ gem fest-ის და საკუთარი გამოსვლის შესახებ საუბრობს.

ვან ბიურენისა და სხვა არანაკლებ პოპულარული დიჯეების მონაწილეობა ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალს მსოფლიოს ცნობილი მსგავსი ივენთების გვერდით აყენებს, რაზეც უკვე უცხოური საიტებიც აქტიურად წერენ.

დიდი ინტერესი ბილეთების შეძენის სურვილშიც გამოიხატა. საბედნიეროდ, eventer.ge- ს, სადაც gem-fest-ის პირველი ათასი მულტი-პასი განთავსდა გასაყიდად, არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შექმნია. 15 ივნისიდან ორგანიზატორებმა ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალჯერადი გამოყენების ბარათის სპეციალური ფასი გამოაცხადეს, 99 ლარი. შესაბამისად, ლაინ-აფისა და საუკეთესო ფასის ერთობლიობამ განაპირობა, რომ პირველი 1000 ბილეთი უკვე გაყიდულია. სოციალურ ქსელში GEM fest-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ივნისიდან მულტი-პასი ძვირდება. დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს gem-fest.com. ბილეთების შესაძენად eventer.ge-ს.

ფესტივალის გუნდი კი მორიგ სიურპრიზს აანონსებს - 29 ივნისს, ორშაბათს, ლაინ-აფის მესამე ნაწილი გამოცხადდება, რომელიც არანაკლებ რეზონანსს გამოიწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100