სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რა ხდება რეალურად შეკვეთილში

შეკვეთილში სანაპირო ზონის დაბინძურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ადგილობრივი სასტუმროების ქსელოს პიარ-მენეჯერი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მის პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"დიდი მადლობა მათ ვინც ამ დღეებში შეკვეთილის სანაპირო ზოლის მდგომარეობით დაინტერსდა. უბრალოდ მინდა მეც მოგიყვეთ ის რასაც ჩემი თვალით ვხედავ. მოკლედ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ძალიან ბევრმა დამირეკა და მომწერა, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას სანაპირო ზოლის დაბინძურების შესახებ. შარშან მართლა სერიოზული სახე ჰქონდა ამ პრობლემას და ჩვენი ძალებით უკვე ვეღარ ვახერხებდით მდინარის ჩამოტანილი ნაგვისგან სანაპიროს გაწმენდას. ამ პრობლემით და არამარტო ამით დაინტერსდა გადაცემა "ინვესტორი", Lela Tsiklauri ჩამოვიდა, გააშუქა და პრობლემაც გადაიჭრა. ჯერ უკვე შარშან, ისევე როგორც წელს სანაპირო სუფთავდება და თუ საჭირო ხდება არც ჩვენ, სასტუმროების ფლობელებსა და თანამშრომლებს გვეზარება ტერიტორიის დასუფთავება. ადგილობრივ მოსახლებას და არამარტო მათ, ვისაც ასე აწუხებს ეს პრობლემა, მივმართავ რომ ყველაფერს სჯობს მდინარეში (და არამხოლოდ) ნაგვის გადაყრას გადავეჩვიოთ და სანაპირო ზოლიდან მხოლოდ ფიჩხების გატანა მოგვიწევს და სხვა არაფრის. ჰო და კიდევ ერთი, ინფორმაცია მათთვის ვინც მირეკავს და მეკითხება ამ პრობლემის შესახებ - არ მგონია ერთი ადამიანის ნაამბობი და ერთ კონკრეტულ ადგილას გადაღებული ფოტოები ასახავდეს სრულ რელაობას, ამიტომ გთავაზობთ შეკვეთილში სხადასხვა ადგილას, სასტუმროებისა და მათ მოშორებით ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებს. მიყვარხართ და გელოდებით ყველას შეკვეთილში", - წერს ცოტნე გეგეჭკორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100