სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი ჟურნალისტისა და მის მიერ გადაღებული ფოტოს გმირის, ტერაქტისას დაშავებული ცნობილი კალათბურთელის ემოციური შეხვედრა (ვიდეო)

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელის ტერაქტის დროს დაშავებულ ცნობილ კალათბურთელ სებასტიან ბელინის შეხვედრა. შეხვედრა ჰოსპიტალში CBC News-მა გადაიღო. ქარდავა პირველი იყო, რომელმაც დაჭრილი მამაკაცი ფოტოზე ასახა, შემდგომ ეს ფოტო მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც აღმოჩნდა, სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი ბრაზილიური წარმოშობის ბელგიელი კალათბურთელი სებასტიენ ბელინი აღმოჩნდა. სებასტიანმა ტერაქტისას ფეხებზე მძიმე დაზიანებები მიიღო.

ჟურნალისტისა და ბელგიის საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრის შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. "დიდი მადლობა შენ, იმ დროს შენ მომეცი პოზიტიური ენერგია, მე მჯერა კარმის, მიხარია,რომ კარგად ხარ. მიხარია, რომ ცოცხალი ხარ. მადლობა,რომ ეს ფოტო გადაიღე", – უთხრა სებ ბელინმა ქართველ ჟურნალისტს.

"პირველი შეხვედრა ტერაქტის შემდეგ. მე და სებასტიანმა ერთმანეთი გავიცანით! უღრმესი მადლობა მას, მის უსაყვარლეს მეუღლეს და კოლეგებს კანადის ტელევიზიიდან. ათასობით თხოვნა და ექსკლუზივი მათ ერგოთ. სიუჟეტს სებასტიანზე და მის ფოტოგრაფზე, ანუ ჩემზე ამზადებს ემის (International Emmy Awards 2015) მფლობელი ჟურნალისტი, კანადის ტელევიზიის საერთაშორისო ამბების კორესპონდენტი. სებასტიანი უკვე ჩემი უახლოესი მეგობარია. მალე გამოჯანმრთელდება და ერთად დავამარცხებთ ტერორიზმს. ბრიუსელის ტერაქტმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა", - წერს შეხვედრის შემდეგ ქეთევან ქარდავა.

Ketevan Kardava took photos of the immediate aftermath of the Brussels attacks one week ago today.Her photo of...

Posted by CBC News on Tuesday, March 29, 2016

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100