სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობლების სასტიკი მოპყრობა ერთი წლის ბავშვის მიმართ - საზოგადოება სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია

ბრიტანელმა მშობლებმა, რომლებიც თავიანთ ერთი წლის ქალიშვილს მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე ამყოფებდნენ, სასამართლოს წინაშე აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ გოგონას მთელი დღის განმავლობაში ერთხელ კვებავდნენ შვრიის ფაფითა და ნახევარი ბანანით.


დიეტის გამო პატარას რაქიტი განუვითარდა და ძვლებზე დეფექტი აქვს - წერს გამოცემა Daily Mail. ამჟამად მცირეწლოვანი გოგონა სოციალურმა სასმსახურმა სხვა ოჯახს მიაბარა დროებით, სადაც ის ორ უფროს ძმასთან ერთად იზრდება.

მშობლების სასტიკი მოპყრობის შესახებ ექიმებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც პატარა საავადმყოფოში ეპილეფსიური შეტევით მოხვდა. სწორედ მაშინ უთხრა გოგონას დედამ დიეტოლოგს, თუ რა საკვებს აძლევდა ის შვილს. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მცირეწლოვანს ყველა საჭირო ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა ორგანიზმში, რამაც სხეულის განვითარების შეფერხება გამოიწვია. ექიმების განცხადებით, გარდა რაქიტისა, გოგონას აღენიშნება კალცის დიდი ოდენობის ნაკლებობა, რაც მისი ძვლების სიმტკიცეზე მოქმედებს, ამიტომ მსუბუქად წაქცევის დროსაც, შესაძლოა მან რომელიმე ძვალი მარტივად მოიტეხოს.

მცირეწლოვანის განვითარების დონეს რაც შეეხება, მან საავადმყოფოში მოხვედრისას არ იცოდა ლაპარაკი, სიარული და იწონიდა 4,9 კილოგრამს. უკვე ნახევარი წელია, რაც მიმღებ ოჯახში იმყოფება და ამ დროის განმავლობაში მან ექვსი კილო მოიმატა, ისწავლა ხოხვა და დამოუკიდებლად შეუძლია დგომა. 16 იანვარს კი სასამართლო სასტიკი მშობლების მიმართ განაჩენს გამოიტანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100