სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაკვეთილზე პისტოლეტით მიზანში ამოღებული მასწავლებელი და „გასროლა“ (ვიდეო)

ეს ამბავი კრასნოდარის 54–ე სკოლაში მოხდა, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტში კადრები აპრილში გავრცელდა, რგოლის გმირმა სკოლა ისე დაამთავრა, რომ ვერც ქალაქისა და ვერც მხარის პროკურატურამ მის ქმედებაში სისხლის სამართლის ნიშნები „ვერ აღმოაჩინა“.

მე–10 კლასელმა, რომელმაც ფიზიჯის გაკვეთილზე მასწავლებელ ქალს პისტოლეტი დაუმიზნა და ჩახმახსაც რამდენჯერმე გამოჰკრა ხელი (პისტოლეტის მჭიდში ვაზნები არ იყო), განაცხადა, რომ ვიდეო მხიარულთა და საზრიანთა კლუბისთვის გადაიღეს და რომ პისტოლეტი ნამდვილი არ იყო. პროკურატურამ მისი სიტყვები მიიჩნია სარწმუნოდ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მოსწავლეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ყმაწვილს ხელში ნამდვილი პისტოლეტი ეჭირა, რომლითაც თანაკლასელებსა და უმცროსკლასელებს მანამდეც არაერთხელ დამუქრებია.

უნდა ითქვას, რომ ეს ვიდეო საკუთარ ბლოგზე თინა კანდელაკმა 22 ნოემბერს გამოაქვეყნა და იკითხა, ასეთი რამ სკოლებში მართლა ხდება თუ ეს მხოლოდ დადგმაა. არადა, ვიდეოს თავიდან ბოლომდე ნახვა სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ყველაფერი რეალობაში ხდება, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტზე ერთ–ერთმა რუსულმა ტელეარხმა, "რენ ტვ"–მ სიუჟეტიც მოამზადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100