სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიწმარიშვილი "მაესტროდან" ღლონტის იძულების წესით გაყვანას არ გამორიცხავს

თუ "მაესტროს" დამფუძნებლები არ დატოვებენ ტერიტორიას, დღის განმავლობაში გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და აღვადგენთ "მაესტროს" სრულფასოვან მაუწყებლობას , - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

კიწმარიშვილი მოუწოდებს "მაესტროს" დამფუძნებლებს, გამოიჩინონ კეთილი ნება და დატოვონ ბლოკირებული ტერიტორია.

"გადავიტანოთ ურთიერთობების გარკვევა ტელევიზიის ტერიტორიიდან. მივმართავთ დამფუძნებლებს, გავიდნენ და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოების, მედიატორის მონაწილეობით, თუ არ მიიღებენ ამ წინადადებას, დღის განმავლობაში გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და აღვადგენთ "მაესტროს" სრულფასოვან მაუწყებლობას. იძულების წესით, ჩვენი რესურსით გამოვიყვანთ და ჟურნალისტებს მივცემთ საშუალებას, დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რეჟიმს", - აცხადებს კიწმარიშვილი.

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილი მზად არის, "მაესტროს" დამფუძნებლებთან მოლაპარაკება არასამთავრობო ორგანიზაციების მედიატორობით აწარმოოს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა, თუმცა აქვე განმარტა, რომ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც "მამუკა ღლონტი ტელევიზიის უკანონოდ ბლოკირებულ ტერიტორიას დატოვებს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100