სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით მურაჩაშვილი- ლონდონის ხელოვნების ფესტივალის საპატიო მონაწილე

დავით მურაჩაშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ხატვას დაუბრუნდა. მისი აქტიური შემოქმედებითი სტარტი შედეგიანი აღმოჩნდა და ინგლისის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ Golden Time Talent- ის საპატიო წევრად მიიწვიეს. ეს ბრიტანული ფესტივალი გახლავთ მაღალხარისხიანი და მკაცრი კრიტერიუმებით გამორჩეული პროექტი, სადაც ხელოვანები მთელი მსოფლიოდან განსაკუთრებული ინტერესით მონაწილეობენ. აღნიშნული პროექტი კონკურსსაც ითვალისწინებს, რომლის გამარჯვებულებიც ლონდონში გამართულ ფესტივალ- გამოფენაზე იქნებიან მიწვეულნი. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფესტივალ - გამოფენებში მონაწილეობა. ქართული კულტურა და ხელოვნება ყოველთვის მოწინავე იყო და ჩვენ, ქართველმა ხელოვანებმა, ეს ტრადიცია ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ. ბრიტანულ პროექტში ჩემი რამდენიმე ნახატი გამოიფინება, რომელიც იქნება სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის გზავნილი მსოფლიოსთვის. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს.მადლობა მათაც, ვისაც ჩემი ნახატები სახლის კედლებს უმშვენებს. მე ვაგრძელებ აქტიურ შემოქმედებით მუშაობას და მრავალ სიახლესაც გპირდებით"- აღნიშნა მხატვარმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100