სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Uk Bridge-ის სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის

თიბისი კონცეპტის და UK Bridge-ის პარტნიორობის ფარგლებში,18 ნოემბერს, 13:00 საათზე, გიწვევთ აშშ- სკოლებში სასტიპენდიო პროგრამის - “3 A Scholarship Model” საინფორმაციო შეხვედრაზე.

სასტიპენდიო პროგრამის შეხვედრას, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს, განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და სკოლების წარმომადგენლებისთვის.

3A Scholarship Model სასტიპენდიო პროგრამაა 13-17 წლის მოზარდებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, განათლება მიიღონ კერძო ამერიკულ სკოლებში* და ისარგებლონ 80%-მდე დაფინანსების შესაძლებლობით. სტიპენდია ფარავს სწავლის, კვების და საცხოვრებლის ხარჯებს.

პროგრამაში არსებული სკოლები*: Maumee Valley, Rabun Gap-Nacoochee School და Perkiomen School.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასწრება შეზღუდულია და ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდეთ 10 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე

10-18 ნოემბრის პერიოდში, UK Bridge-ის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მოამზადებენ 18 ნოემბრის შეხვედრისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100