სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტყუპი დები ძმასთან და მამასთან ერთად, მეათე საათია, ნანგრევებში არიან ჩარჩენილი

ბაღდათში მამას და მის არასრულწლოვან შვილებს ისევ ეძებენ - ერთი ოჯახის ოთხი წევრი მეათე საათია, საკუთარი სახლის ნანგრევებშია ჩარჩენილი.

მაშველები ეძებენ კიდევ ერთ ადამიანის, რომლის სახლიც მეწყერმა მიწასთან გაასწორა. 4 გარდაცვლილი და 5 დაკარგულინ ამ შედეგით დასრულდა სტიქია ბაღდათში, სადაც სოფელ ნერგეეთში მეწყერი შუაღამეს ჩამოწვა და 4 სახლი მიწით სრულად დაფარა.

მე პედაგოგი ვარ და მოსწავლეები არიან ჩემი, ვისაც ეძებენ. საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები. დაზიანება და ჩამოსული მასალის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ისეთი მდგომარეობაა აქ, რომ გადარჩენის რაიმე შანსი არ არის. ნეტავ რაღაც მოხდეს საოცრება და ცოცხალი ვნახოთ ვინმე", - ამბობს პედაგოგი.

ადგილზე ვითარება უმძიმესია, გარდაცვლილების და დაკარგულების ახლობლებთან ერთად სამაშვლო ოპერაციაში მთელი სოფელია ჩართული.

რამდენიმე საათის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 20 წლის გოგოს ცხედარი, ის სახლში დედასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, სამივე მათგანი სტიქიას ემსხვერპლა.

დამეწყრილი ზონიდან ოდნავ მოშორებით მიაგნეს კიდევ ერთ ცხედარს, რომელიც ადგილობრივ ქალს ეკუთვნის.

დედა, შვილი და ბებია, სამივე ერთი ოჯახის წევრია. ცოცხლად დამარხა ხალხი. ცოლი და შვილი წუხელ ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა გოგო... ერთი ქალი, წყალმა მოშორბით გაიტანა"- ამბობს ადგილობრივი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100