ბერა ივანიშვილი და „ავტობიოგრაბია“

ივანიშვილის ლექსიკონი, მისი საზოგადოების წინაშე გამოჩენიდან ექვსი თვის შემდეგ, ასე თუ ისე ავითვისეთ, ყოველ შემთხვევაში, შინაარსი გამოგვაქვს, მაგრამ არანაკლები „მარგალიტები“ აქვს მის გარემოცვასაც.

მაგალითად, სარეკლამო კლიპში, რომლითაც ბერა ივანიშვილის სტუდია „Georgian Dream Studio“ კონკურსს აცხადებს და თანამშრომლებს იწვევს, სხვა საბუთებთან ერთად „ავტობიოგრაბიას“ ითხოვს.

აღნიშნული კლიპი youtube-ზე ვრცელდება და ცხადია, მას სოცილურ ქსელში ივანიშვილის ყმაწვილიც აქტიურად „აშეარებს“. როგორც ჩანს, ივანიშვილები ან წერა–კითხვის უცოდინრობას უჩივიან, ან ძალიან „ზერელედ“ ამუშავებენ თანამშრომლებს.

კომენტარი