სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა - ყველაფერი მიწისძვრის შესახებ (განახლებადი)

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ განმეორდა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, ბიძგები დღეს მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდება.

დაახლოებით 18:23 საათზე 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.

***

მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ მეშაბაშში, სადაც ჰერები ცხოვრობენ, ქართული სკოლის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეშაბაშის მაცხოვრებლებმა აცნობეს. ნგრევის დროს შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ. მეშაბაშის მაცხოვრებლების თქმით, ერთსართულიანი შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. სკოლა 9 წლიანი იყო და 32 მოსწავლე სწავლობდა. ჯერ უცნობია მეშაბაშის სკოლის მოსწავლეები სწავლას სად გააგრძელებენ.

მიწისძვრის შედეგად ზაქათალაში რამდენიმე ბავშვი დაშავდა. ზაქათალას საგანგებო სიტუაციათა რაიონული კომისის თავმჯდომარემ ელმან რამაზანოვმა განაცხადა, რომ რაიონში და რიგ სოფლებში არის ნგრევა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მე-3 სკოლას, დაშავდა რამდენიმე მოზარდი. მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა.

ბიძგები დილით დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 12-ბალიანი შკალით 7 ბალს შეადგენდა.

***

საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა კიდევ განმეორდა. მისი სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდას შეადგენდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, რომ ეს თანმდევი ბიძგებია. შედარებით სუსტი ბიძგები კიდევ არის მოსალოდნელი.

საქართველოში დაახლოებით საათნახევრის წინ, 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში დაფიქსირდა.

***

მიწისძვრის შედეგად ზაქათალაში რამდენიმე ბავშვი დაშავდა. ზაქათალას საგანგებო სიტუაციათა რაიონული კომისის თავმჯდომარემ ელმან რამაზანოვმა განაცხადა, რომ რაიონში და რიგ სოფლებში არის ნგრევა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მე-3 სკოლას, დაშავდა რამდენიმე მოზარდი. მისწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარმა მიწისძვრამ ზაქათალას რაიონში 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის კედელი და სახურავი ჩამოანგრია. ხალხი ქუჩაშია გამოსული.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისქვეშა ბიძგები დილით დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 12-ბალიანი შკალით 7 ბალს შეადგენდა.

***

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მუშაობაზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია კომპანია BP-ის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომელიც გაზსადენის ოპერატორი კომპანიაა.

"მიწისძვრა ასევე არ შეაფერხებს რკინიგზისა და ზაქათალას აეროპორტის მუშაობას", - წერენ აზერბაიჯანული სააგენტოები.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისქვეშა ბიძგები დილით დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 12-ბალიანი შკალით 7 ბალს შეადგენდა.

***

მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ გამოუწვევია. ძველი თბილისის რაიონის გამგებელის დავით ავალიანის განცხადებით, მიწისძვრასთან დაკავშირებით არც ერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები დეტალური ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

ნგრევა არ ყოფილა არც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. გამგებლის მოადგილის, რუსუდან კილაძის ცნობით, ჯერჯერობით მოსახლეობის მხრიდან დაზიანების ფაქტების შესახებ შეტყობინება გამგეობაში არ მიუღიათ.

ერთი გამოძახება დაფიქსირდა ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის #16-ში, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზიანება არა მიწისძვრამ, არამედ ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის ნოდარ სანდუხიძის განცხადებით, ის ბეჟანიშვილის #16-ში თვითონ იმყოფებოდა და მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, 5 სართულიან კორპუსს სახურავი აქვს დაზიანებული და გადახურვისთვის საჭირო ხარჯების 80%-ს გამგეობა გაიღებს.

ამასთან, როგორც სანდუხიძე აცხადებს, ის იმყოფებოდა იმ ქუჩებზეც, სადაც წინა მიწისძვრების დროს სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა. მისი თქმით ამჯერად მიწისძვრას ზარალი არ გამოუწვევია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100