სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტრო "ავლაბართან" 22 წლის მამაკაცი დაცხრილეს

მეტროს სადგურ "ავლაბართან" გუშინ, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოკლული მამაკაცი 22 წლის გიორგი მამარდაშვილია.

ის იმავე უბანში ცხოვრობდა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ცხედარი თავდაპირველად გარდაცვლილის დედამ ნახა. ახალგაზრდას რამდენიმე ტყვია შუბლის არეში ჰქონდა მოხვედრილი. მკვლელობა გამვლელების თვალწინ მოხდა, თუმცა, შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ არც ხმამაღალი შელაპარაკება ყოფილა და არც სროლის ხმა გაუგონიათ.

როგორც ჩანს, თავდამსხმელმა მამარდაშვილს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100