სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედაქალაქი 10 რაიონად დაიყოფა

დედაქალაქი 10 რაიონად დაიყოფა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია დღეს საკრებულოს ახალი ინიციატივით მიმართავს.

რაიონების დაყოფა მარტივად მოხდება. მაგალითად, ვაკე-საბურთალოს ნაცვლად ვაკისა და საბურთალოს რაიონები იქნება, იგივე პრინციპით მოხდება სხვა რაიონების დაყოფაც.

"დაყოფის ეს პრინციპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, რადგან გამგეობის მომსახურების ცენტრები, დაყოფის შემდეგ უკვე ორ რაიონს მოემსახურება", - აცხადებენ მერიაში.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს: ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტასა და დარეგულირებას, მასში მოსახლეობის ჩართულობის დონის უფრო ამაღლებას და შესაბამისად, თბილისელების საზოგადოებრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილებას.

მერიის ახალი ინიციატივა თბილისის მერმა საზოგადოებას დღეს გააცნო და ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100