სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ყველანი, ქართველ მორაგბეთა შოტლანდიელი მწვრთნელის ჩათვლით, ბორჯღალოსნები ვართ!

14 სექტემბერს “ბორჯღალოსნები” ინვერქარგილის “რაგბი პარკ” სტადიონზე შოტლანდიას დაეტაკებიან თბილისის დროით 11.30 საათზე. შეხვედრას 34 წლის ირლანდიელი რეფერი ჯორჯ ქლენსი განსჯის.

მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა 11 ცვლილება გააკეთა იმ სასტარტო შემადგენლობიდან, რომელმაც 10 სექტემბერს დაძაბულ ბრძოლაში რუმინეთს სძლია 34:24.

აშკარაა, რომ 47 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საუკეთესო ძალები ქართველებთან ბრძოლისათვის შემოინახა, სადაც გუნდს “გლაზგო უორიორზის” მეორე ხაზის მორკინალის ელესთეირ კელოქის ნაცვლად ინგლისური “გლოსთერის” 9 ნომერი რორი ლოუსონი უკაპიტნებს.

“ჩვენ საქართველოსთან დიდ ბრძოლას ველით და ველოდებით, რომ ეს გაცილებით უფრო რთული მატჩი იქნება, ვიდრე რუმინეთთან. ქართველებს ძალიან კარგი შერკინება ჰყავთ და ეს შოტლანდიის ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი იქნება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თადარიგში 5-2 კომბინაცია შევარჩიეთ (7 სათადარიგო მოთამაშიდან 5 მორკინალია და 2 უკანა ხაზელი), რაც საშუალებას მოგვცემს გავაორმაგოთ მორკინალთა რაოდენობა და ეს მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებაა” - განაცხადა საქართველოსთან შეხვედრის წინ შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

“მთავარი პრობლემა ისაა, რომ შოტლანდიას უკვე ჩატარებული აქვს ერთი მატჩი, ჩვენ კი გაუხურებლები გავდივართ საბრძოლველად, ფაქტობრივად მოედანზე უნდა ვიგრძნოთ თამაში.

საკუთარი შერკინების სიძლიერეში დარწმუნებულები ვართ - საქართველოს უკვე აქვს რეპუტაცია გუნდისა, რომლის ფორვარდებიც ძალიან კარგები არიან შერკინებაში და ვაპირებთ, რომ ეს ფაქტი შოტლანდიელებთან შეხვედრაში დავამტკიცოთ.

რაც შეეხება მამუკა გორგოძის ფლანკერის პოზიციაზე დაყენებას, ვთვლით, რომ კონკრეტულ მომენტში, ამ ტაქტიკურ სქემაში მისი გამოყენება სწორედ აქ ჯობია” - თქვა “ბორჯღალოსანთა” შოტლანდიელმა მწვრთნელმა.

რიჩი დიქსონის მიერ შერჩეულ 15 რჩეულში ვერ მოხვდნენ: ფრანგული “მონპელიეს” ფლანკერი გიორგი ჩხაიძე და ასევე ფრანგული “ფიჟაკის” ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი, რომლებიც თადარიგში არიან. მათი პოზიციები შესაბამისად უკავიათ: 7 ნომერზე “მონპელიეს” მამუკა გორგოძეს და 15 ნომერზე “ფიჟაკის” რეზო გიგაურს.
საქართველოს საშოტლანდიო რაზმი
1.დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი” საფრანგეთი), 2.ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”), 3.დავით ზირაქაშვილი (“კლერმონ ოვერნი” საფრანგეთი), 4.ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი” საფრანგეთი), 5.ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზერი” საფრანგეთი), 6.შალვა სუთიაშვილი (“მასი” საფრანგეთი), 7.მამუკა გორგოძე (“მონპელიე” საფრანგეთი), 8.დიმიტრი ბასილაია (“ობენა” საფრანგეთი), 9.ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი), 10.მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი” საფრანგეთი), 11.ალექსანდრე თოდუა (“ლელო”), 12.თედო ზიბზიბაძე (“პერიგო” საფრანგეთი), 13.დავით კაჭარავა (“ნიცა” საფრანგეთი), 14.ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი” საფრანგეთი), 15.რეზო გიგაური (“ფიჟაკი” საფრანგეთი).
სათადარიგონი: 16.აქვსენტი გიორგაძე (“მაზამე” საფრანგეთი), 17.დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი” საფრანგეთი), 18.გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე” საფრანგეთი), 19.ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონ ოვერნი” საფრანგეთი), 20.ბიძინა სამხარაძე (“არმია”), 21.ლაშა ხმალაძე (“ლელო”), 22.მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი” საფრანგეთი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100