სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯინსების თაობას ჰოლივუდში გადაიღებენ

ჯინსების თაობას“ ჰოლივუდში გადაიღებენ. ფილმს ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გადაიღებს,სცენარის ავტორი ტომას დანია. ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები: არმან ასანტე, ჯეისონ ფლემინგი და სტივენ ბერკოფი შეასრულებენ, ფილმში ედუარდ შევარდნაძის როლს სწორედ ის განასახიერებს.

ფილმის ბიუჯეტი სავარაუდოდ 7 მილიონი დოლარი იქნება და ის კინო ეკრანებზე ინგლისურ ენაზე გამოვა. როგორც ფილმის რეჟისორი „prime time” -თან საუბარში აცხადებს, გადაღებები უმეტესად თბილისა და ნიუიორკშია დაგეგმილი. ნიკოლოზ ხომასურიძის თქმით, პროექტი ამჟამად საწყის ეტაპზეა. ფილმისთვის მუსიკას დავით ევგენიძე წერს. რამდენიმე მუსიკალური თემა უკვე მზადაა, თუმცა მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ფილმი კინო გაქირავებაში 2015 წელს გამოვა.

ფილმი „ჯინსების თაობა“ 1983 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება. როდესაც რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა, თუმცა მცდელობა კრახით დამთავრდა. გატაცების მცდელობას კი მსხვერპლი მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც. მათი უმრავლესობა სასამართლოს წინაშე წარსდგა, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად ისინი დახვრიტეს.

ფილმი, რეალური მოვლენების გარდა, დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების წიგნსაც ეყრდნობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100