სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების. ის არ არსებობს“ - მიშელ უელბეკის გამონათქვამები

ითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დიდად სახიფათო რამაა.

როგორებიც ვართ, ისეთივე ოცნებები გვაქვს.

ადამიანი მარტოობასა და დამოუკიდებლობას ეჩვევა, ეს კი მაინცდამაინც კარგი ჩვევა არ არის.

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება.

ცხოვრება შეიძლება განისაზღვროს როგორც მკვეთრი ჩავარდნებით დაყოფილი საფეხურების გარკვეული თანმიმდევრობა.

სიხარული ღრმა და ყოვლისმომცველი განცდაა, ცნობიერებით განცდილი აღმაფრთოვანებელი სისავსის შეგრძნებაა… სიმთვრალე, მონუსხვა ან კიდევ, ექსტაზია.

უცნაური გრძნობაა, როცა შენი ცხოვრება თავდაყირა დგება. ზიხარ, არაფერს აკეთებ და გრძნობ: ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს.

სიყმაწვილეში ფეხის შედგმა და სისასტიკისა და სიმხეცის ამოფრქვევა ერთია.

სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია. მის სათავეშიც ტანჯვის ბირთვია. მთელი ყოფიერება გაფართოება და დაწნეხაა. ყველაფერი იტანჯება, სანამ არსებობას დაიწყებს. არარა ტკივილისგან თრთის, ვიდრე რამედ იქცევა საზიზღარ პაროქსიზმში.

აბა რას შეადარებდით ღმერთს? პირველ რიგში, ცხადია, ქალის ნაპრალს, იქნებ თურქული აბანოს ორთქლსაც. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთს, რაშიც სული გამოვლინდება, როცა სხეული კმაყოფილებითა და სიამოვნებით პირთამდეა სავსე და მასში ყოველგვარი მღელვარება ჩამცხრალია.

ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების. ის არ არსებობს.

მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობით, მათი მეშვეობით შევიგრძნობთ საკუთარ სიბერეს; მარტო როცა ვართ, საკუთარი თავი მუდამ უკვდავი გვგონია.

როდესაც რაღაც მიზნისკენ ისწრაფვი, მოგონებებისთვის ცოტა დრო გრჩება.

არსებები ვითარდებიან, იცვლებიან და რთულდებიან, მაგრამ პირველად ბუნებას მაინც ინარჩუნებენ. ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე კივილი გაისმის.

როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაერად პირობითი და ნაძალადევი ხდება.

სამყარო ტკივილისაგან იმიტომ შედგება, რომ ის თავისი არსით თავისუფალია. ტანჯვა სისტემის ნაწილებით თავისუფალი თამაშის გარდაუვალი შედეგია.

ჩემთვის ვიფიქრე, რომ საუკუნეთა მონაცვლეობაში დიდი ხეირი ნამდვილად არ ეყარა. ახალი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა გარდასულს.

მოგონებებს ხომ იმისთვის ვაგროვებთ, რომ სიკვდილის დროს თავი მარტოდ აღარ ვიგრძნოთ.

ადამიანს ტირილი უნდა აცადო, ხშირად, ესეც საშველია.

ყოველ საზოგადოებას აქვს თავისი სუსტი წერტილები.. დაადეთ თითი ჭრილობას და ძალუმად დააწექით..ილაპარაკეთ სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე, გულგრილობაზე, იმედის გაცრუებაზე, სიყვარულის უკმარისობაზე. იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალი…

ტანჯვის სახეები მნიშვნელოვანია, მაგრამ – არაარსებითი. ყველანაირი ტანჯვა კარგია, ყველანაირი ტანჯვა სასარგებლოა, ყველანაირი ტანჯვა სამყაროა.

ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ.

სიცოცხლის სურვილის გაქრობა საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაგიჩნდეს.

თუ წინ ვეღარ მიდიხარ, უკვე სიკვდილის ბუზი გაზის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100