სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე აგრილებს ნანკა კალატოზიშვილი ეზოს ბავშვებს - მსახიობმა პატარებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო (ვიდეო)

ცნობილმა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა შატბერაშვილის ეზოს ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. სოციალურ ქსელში ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

თბილისის ზაფხულის სიცხისგან თავდასაცავად ნანკამ ორიგინალურ ხერხს მიმართა და სასრიალოს თავში მოექცა, წყლით სავსე ჭურჭელი მოიმარაგა და ბავშვები რიგრიგობით გააგრილა.

„ბავშვები ნელნელა მემატებიან“, - წერს მსახიობი. როგორც ჩანს, ინოვაციურმა მეთოდმა გაჭრა - ვიდეოში ჩამს, რომ გრილი სრიალის მოყვარულები ნელნელა მრავლდებიან.

ვიდეოში ნანკას ვაჟი დანიელიც ჩანს, რომელიც მსახიობს ცნობილი კალათბურთელის, ირაკლი კეიდიასგან ჰყავს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100