სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიდეო: დაპაუზებული საქართველო ანუ არჩევნების შემდეგ გაჩერებული მშენებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჩერებული მასშტაბური პროექტები ვერტმფენიდან დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ, უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიიდან განუმარტა მთავრობას, რომ ლაზიკა და ანაკლიის პორტი ერთიდაიგივე გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა. ქვეყნის პირველმა პირმა პორტის მშენებლობის სტრატეგიგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ანაკლიაში ჩასულ პრეზიდენტს ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა და განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. პარალელურად კი ქვეყნის პირველი პირის სტუმრობა ,,დაიცავი საქართველოს,, სამმა წევრმა გააპროტესტა.
შეჩერებული პროექტების დათვალიერება ახლადაშენებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა , სადაც მიხელ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დასძინა , რომ აეროპორტის მშენებლობის მოსწრების მიუხედავად მთვრობამ ავიაკომპანიების შემოყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერება ,,მოახერხა’’.


მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერებული მასშტაბური პროექტები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლი
• შემოვლით რკინიგზის გზა
• წყალტუბოს ინფრასტრუქტურული პროექტები
• თეთნულდის სამთო -სათხილამურო კურორტი
• ფოთი-ლაზიკას აეროპორტი
• „მერიის აეროპორტი“- ახალი აეროპორტი ბათუმში.( პროექტირების სტადიაზე გაჩერდა)
• ლაზიკის ინფრასტრუქტურული პროექტები და პორტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100