სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ კონკურენტს აპლოდისმენტები მიუძღვნა

ეკა ხოფერიას ტოქშოუ და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში სხვადასხვა არხზე და ერთსა და იმავე დროს გადის. ისინი კონკურენტები არიან, თუმცა გუშინდელი შემთხვევა განსხვავებული იყო. ნანუკას გუშინდელი გადაცემა გასართობი იყო, ეკა ხოფერიამ კი გუშინ კიბოთი დაავადებული ქართველი მომღერლის ეკა კვალიაშვილის დასახმარებელი აქცია მოაწყო.

აღნიშნულ ფაქტს დღეს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.

“ეკა ხოფერია - წარმომიდგენია რა მაგარი შეგრძნება გაქვს, შენ ისეთი რაღაც გააკეთე ადამიანს კიდევ ერთხელ სიცოცხლის საშუალება მიეცი! ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია! მთელი ჩემი აპოდისმენტები შენ!” - წერს ნანუკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100