სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხობში ავარიას 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობში მომხდარ ავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების განმარტებით, სოფელ ხეთაში ერთ-ერთ კომპანიას ბუნებრივი აირის მილები გაჰყავს, სწორედ ამ კომპანიის თანამშრომლებს დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი.

ავარიის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. დაჯახების დროს დაშავებული კიდევ ერთი კაცი კი თავის არეში მიყებული ტრავმით ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100