სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუკეთესო შეთავაზება ჯეიმს ბლანტის თაყვანისმცემლებს

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენა უკვე 65 ლარიდან არის შესაძლებელი. „მელომანებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთის ღირებულება 120 ლარის ნაცვლად ახლა უკვე 65 ლარიდან იწყება. ჩვენს პროექტს ახალი სპონსორები ჰყავს და ეს ცვლილებაც მათი დამსახურებაა! დიდი მადლობა ბაზისბანკს, სასტუმროს „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი , Check in Georgia- და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას!“ - განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, Check in Georgia 2018–ის პრეზენტაციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა და პროექტის ორგანიზატორებმა უკვე განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100