სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, რუისთან ახლოს მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
გარდაცვლილია 60 წელს გადაცილებული ქალი, შვილი კი, დაახლოებით 35 წლის ქალი, მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანეს.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.
„გორმედის" ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100